მთავრობამ საქართველოს რკინიგზის აქციების 25 % ის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსება "IPO" დროებით გადაიფიქრა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, საქართველოს რკინიგზის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსება "IPO" დროებით. გადაიდო იმ მიზეზით, რომ დღეს საფონდო ბაზრებზე ძალიან ცუდი ვითარებაა.
"ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან და ინვესტორებთამ. სამწუხაროდ დღეისათვის ბაზრებზე ვიცითარება ისე გაფუჭდა, რომ ისინი "IPO"-ს განხორციელებას რეალურად არ გვირჩევენ. შესაბამისად პროცესი გადავდეთ", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრა აღნიშნა ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის "IPO" განახორციელა, მაშინ ბაზრებზე კარგი ვითარება იყო და, შესაბამისად კორპორაციამ "კარგი" ევრობონდები გამოუშვა.
"ამ ეტაპზე რთული მდგომარეობაა რაც თავის მხრივ, გამოწვეულია საბერძნეთისა და ესპანეთის პრობლემებით და, შესაბამისად საქართველოს რკინიგზის "IPO" სიტუაციის გამოსწორებამდე დროებით გადავდეთ", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.