"საქართველოს ბანკის", American Express-ის საკრედიტო ბარათის მფლობელებს  შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შოპინგ კვირეულში. 12-იდან 21 მაისამდე, მხოლოდ American Express -ის ბარათის მფლობელები,  პეკინის ქუჩაზე მდებარე 70-მდე სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, American Express-ს ბარათებზე დაერიცხებათ გაზრდილი MR ქულები და მეტი მოცულობის Cashback-ი. 
საქართველოს ბანკი ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვას. ამასთან, მის მფლობელს წვდომას აძლევს საუკეთესო დაგროვებით პროგრამაზე Membership Rewards და American Express-ის ბრენდთან დაკავშირებულ  გამორჩეულ ბენეფიტებსა და მომსახურებაზე. 
საქართველოს ბანკში, მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს American Express-ს ბარათების ფართო სპექტრით და იპოვოს მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი. ეს ბარათებია: American Express გრინ და Gold  ბარათი, ასევე American Express Blue ბარათი, American Express Rewards ბარათი და American Express ბიზნეს ბარათები.