აჭარის მთავრობა ბათუმში ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გასხვისებას გეგმავს, სადაც რამდენიმე წელში თანამედროვე ტიპის სასტუმრო უნდა განთავსდეს.  მ.აბაშიძის ქ.#4-ში განთავსებული შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია. 
პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6-12 თვის ვადაში სასტუმროს მშენებლობა  დაიწყოს, რომელიც ექსპლუატაციაში 3 წელიწადში უნდა შევიდეს. ობიექტის საპრივატიზაციო ღირებულება: 2 მლნ დოლარია.