4-11 მაისს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსეთიდან კომბინირებულ საინფორმაციო ტურს უმასპინძლებს.
ჯგუფი 29 რუსი ტუროპერატორისა და ჟურნალისტისაგან შედგება. საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში რუსი სტუმრები მოივლიან კახეთს, ქართლს, თბილისს, მცხეთას, იმერეთს, სვანეთს, სამეგრელოსა და აჭარას.
ტური მოიცავს: გომბორის უღელტეხილის, თელავის, ნაფარეულის, ახმეტა-ალავერდის, იყალთოს, გრემის, ნეკრესის, წინანდლის, ბოდბის, წმინდა ნინოს მონასტირს, სიღნაღის, ალაზნის ველის, მცხეთის, სტალინის მუზეუმის, წყალტუბოს, სათაფლიის გამოქვაბულის, მესტიის, უშგულის, დადიანის სახლმუზეუმის და ბათუმის ღირშესანიშნაობების მონახულებას.
ინფოტურის მიზანია ქვეყნის სტრატეგიული ბაზრის, რუსეთის მოსახლეობისთვის საქართველოს ტურიზმის სფეროში უახლესი ტურისტული მიღწევების წარდგენა, რათა საქართველო, როგორც ტურისტული ინდუსტრიის განვითარებადი ქვეყანა წარმოჩინდეს თავისი უახლესი შენობა-ნაგებობებით და განახლებული ისტორიული ძეგლებით.
აღნიშნული ინფო-ტური გათვლილია სამომავლოდ რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების მოზიდვასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენაზე.