"ალიანსი საქართველოსთვის" უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად მიიჩნევს. ამის შესახებ დღეს, მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ალიანსის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების 1-ლი ტური, პრეზიდენტ იუშენკოსა და მთლიანად უკრაინელი ხალხის გამრჯვებაა დემოკრატიის მიმართულებით.
"ალიანსი საქართველოსთვის" უერთდება საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უკრაინაში დარღვევების გარეშე ჩატარდა. ჩვენ ვულოცავთ უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ იუშენკოს და იმედს გამოვთქვავთ, რომ მე-2 ტურიც ასევე დემოკრატიულად წარიმართება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალიანსის ლიდერმა უკრაინის არჩევნებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრა.
"ალიანსი საქართველოსთვის" მიუღებლად მიაჩნია უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა. მიხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება. უნდა დადგეს ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძის და სხვა მაღალი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობის საკითხიც", - აღნიშნა ალასანიამ.