დღეს, 3 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის ახალ სათავო ოფისში (გაგარინის 29ა-ში, შესასვლელი სანაპიროდან) საქართველოს ბანკის პრესკონფერენცია გაიმართება.
ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამას, მობილბანკს iPhone-ისთვის წარადგენს.