ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით,  შუახევის რაიონში, მდინარე ტბეთისწყალსა და მდინარე  მოდულისწყალზე ასშენებელი ოქროპილაური  და გოგნიაური ჰესების მშენებლობით ქართული კომპანია შპს „ Alter Energy" დაინტერესდა.  კომპანაიმ განაცხადი სამინისტროში 27 აპრილს  შეიტანა. 
 ოქროპილაურიჰესის დადგმული სიმძლავრე 1.8 მგვ-ია. წლიური გამომუშავება 9,4 მლნ.კვტსთ.  გოგნიაურიჰესის დადგმული სიმძლავრე 1,8 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 9,3 მლნ.კვტსთ.  ორივე პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 2,6 მლნ.აშშ დოლარს.