საქართველოში არსებული ბიზნესგარემოთი ინდოელი ბიზნესმენები დაინტერესდნენ. 
ბიზნესმენები თბილისში, ანაკლიასა და კახეთის რეგიონში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით არიან დაინტერესებუნლი. სავარაუდო ინვესტიციების რაოდენობა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ინდოელი ბიზნესმენები საქართველოში 2 მაისამდე დარჩებიან 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სამხრეთ ინდოეთის ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ეწვივნენ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტთან სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელებას გეგმავენ. 
ინვესტორთა ჯგუფის ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოვიდა.