დღეს, 1-ელ მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და  მიუნხენისა და ზემო ბავარიის  ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ფორუმი გაიმართება. 
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ფორუმს მიუნხენისა და ზემო ბავარიის  მხრიდან 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმის ფარგლებში ქართულ და მიუნხენისა და ზემო ბავარიის  სავაჭრო-პალატებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.