საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა სოფელ დიდ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია გამართეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული არქივიდან აცნობეს, აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი, ასევე, ამ უწყებების თანამშრომლები.
ლილოს არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები - 60 ძირი ფიჭვი - დაირგო.