დღეს, 25 აპრილს, გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 28 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის პროგნოზი არ შეცვლილა. დღევანდელი გათვლებით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ივნისიდან ინფლაცია დაიწყებს ზომიერ ზრდას და მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გაუტოლდეს.