დღეს, 20 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზში შვედეთის გიდების ასოციაციის პრეზიდენტის რუნე ლემონის მასტერკლსი და გიდებისთვის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემა გაიმართება.
პროექტს საქართველოს გიდების ასოციაცია, ტურიზმის განვითარების ცენტრი - გიდების სკოლა "ნიუკასი" ახორციელებს. შეხვედრას წარუძღვებიან საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დარციმელია და ასოციაციის გერმანელი ექსპერტი ჰორსტ შლუპმანი.
განიხილება ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს გიდების ასოციაციაში არსებული სიახლეები და განვითარების გზები.
მასტერკლასს დაესწრებიან საქართველოს გიდების ასოციაციის წევრები, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები, გიდების სფეროში მომუშავე ექსპერტები, სამთავრობო სეგმენტი და გიდების სკოლა "ნიუკასის" კურსდამთავრებულები.