გასულ კვირას, საქართველოს ბანკის ჰოლდინგის (BGEO LN) ფასმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3.7%-ით დაიკლო და 10.25 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის მთლიანმა მოცულობამ 305,000-ს მიაღწია. რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, გარიგებები ლიბერთი ბანკის (BANK, ფასი არ შეცვლილა), კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას (NRGY, ფასმა 16.7%-ით დაიკლო), ვითიბი ბანკის (UGB, ფასმა 50%-ით დაიკლო), გაერთიანებული ტელეკომის (UTC, ფასი არ შეცვლილა) და ლიბერთი ქონსიუმერის (GTC, ფასმა 25%-ით დაიკლო) აქციებზე დაიდო, ხოლო ბი ჯი კაპიტალის ინდექსმა 0.4%-ით დაიკლო.