2012 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 108.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 178.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 5.4 მლნ აშშ დოლარით (9.2 მლნ ლარით), ანუ 5.2 პროცენტით მეტია 2011 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 90.7 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.4 მლნ აშშ დოლარი (13.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.2 მლნ აშშ დოლარის (12.3 მლნ ლარი) გასული წლის მარტში.