დღეს, გამთენისას, 04:16 საათზე, საქართვეოში მიწისძვრა დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 21 კილომეტრში მდებარეობდა. მცირე ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
სპეციალისტების ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
,,დღეს 04:16 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა დმანისიდან 21 კმ დაშორებით. მიწისძვრის ენერგია შეადგენდა, 3,2 მაგნიტუდას. ეს არის საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა, ამიტომ მას ნგრევა არ მოჰყოლი", - განაცხადა სეისმოლოგმა მათე ახალაიამ.