დღეს, 4 აპრილს ეროვნული ბანკის 182-დღიან N14, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.55 პროცენტი, მაქსიმალური 6.50 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.15 პროცენტით განისაზღვრა.