ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა სტამბოლში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში მიიღოს მონაწილეობა. 10-13 აპრილს თურქეთის ქალაქ სტამბოლში "დიაგნოსტიკის, თერაპიის, სამედიცინო აპარატურის, სამედიცინო ტექნიკისა და იარაღების სტამბოლის მე-19-ე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა" გაიმართება.
გამოფენა-გაყიდვას მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ამერიკიდან, არგენტინიდან, აზერბაიჯანიდან, გაერთიანებული არაბეთის ემირატებიდან, ბრაზილიიდან, ესტონეთიდან, ფილიპინებიდან, ინდოეთიდან, ბულგარეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და სხვა.