დღეს, 30 მარტს, სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება თაბუკაშვილის, ბროსეს, ლაღიძის, ქუთათელაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 30 მარტს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება, მონაცვლეობით, 2-2 საათით შეეზღუდებათ. შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ნაძალადევის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, წიწამურის, ხვინგიას, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ილურიძის, ნათაძის, საყვირის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება მუხიანის I, III და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.