დღეს, 29 მარტს, საენათმეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს აკაკი შანიძის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა. შანიძე 1987 წლის 29 მარტს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აკადემიკოსი აკაკი შანიძე იყო ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, კავკასიოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მრავალი გამოკვლევისა და ნაშრომის ავტორი,
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე 1887 წლის 14 (26) თებერვალს სოფელ ნოღაში (ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. შანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის "ფილოლოგთა საზოგადოების" საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950).