საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ კარს მიღმა მინისტრებს უსმენს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დეპუტატებს მიმდინარე რეფორმებზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ჟურნალისტებს ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში უამრავი სამშენებლო პროექტის ხორციელდება და 2012 წელს, საქართველო ერთ დიდ სამშენებლო მოედნად იქცევა.
რაც შეეხება სუბელიანს, მისი თქმით, რომ სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებიდან, სხვადასხვა რეგიონებში გაუქმებული საავამყოფოები მიიღო, რომლებიც დევნილების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ბინებში, იმავე რეგიონში მცხოვრები დევნილები გადანაწილდებიან.