ფინანსთა მინისტრი, დღეს იმერეთში მოქმედ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და ფისკალური ტენდენციები და მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნო.
დიმიტრი გვინდაძე იმერეთში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს, 2012 წლის ბიუჯეტით იმერეთის რეგიონში გათვალისწინებული სოციალური და ინფრასტუქტურული პროექტებზეც ესაუბრა. მინისტრი აცხადებს, რომ ანალოგიური შეხვედრები რეგიონში მოქმედ ბიზნესმენებთან ინტენსიურად უნდა გაიმართოს.
"ფინანსთა სამინიტროს ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევს, ეფექტურად დაგეგმოს თავისი პოლიტიკა. მივიჩნევს, რომ რეგიონებში ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს"- განაცხადა გვინდაძემ.
მინისტრმა ადგილობრივ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებიც გააცნო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.