დღეს, 24 მარტს, 15:00 საათზე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მწერალსა და სცენარისტს, ერლომ ახვლედიანს დაკრძალავენ.
13:00 საათიდან დიდუბის ეკლესიაში ერლომ ახვლედიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ერლომ ახვლედიანის წლების განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა. იყო არაერთი პროზაული კრებულის ავტორი.
ერლომ ახვლედიანის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები - "სულელი ბროწეულის ხე", "ერთაწმინდა", "ნოე", "ეი, მაესტრო!", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", "ქართლოსიანთა საკურთხეველი", "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "ძნელი დასაწყისი", "გზა შინისაკენ" და სხვა.
ერლომ ახვლედიანი 20 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.