სკოლების სამეურვეო საბჭოებს უფლებამოსილება 2013 წლის 1-ელ თებერვალს შეუწყდებათ. ამის შესახებ ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის, რომელიც დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც სხდომის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძემ განაცხადა, აქამდე არჩეულ სამეურვეო საბჭოებს უფლებამოსილებები, არჩევის პროცესში სხვადასხვა შეფერხების გამო, განსხვავავებულ ვადებში ეწურებათ. მისი თქმით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესდეს კონკრეტული თარიღი და ყველა საბჭოს უფლებამოსილება, ერთდროულად შეუწყდეს.
შესაბამისად, კანონში აქამდე არჩეული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის უფლებამოსილების 2013 წლის 1-ელ თებერვალს შეწყვეტასთან დაკავშირებით, სპეციალური დათქმა კეთდება.
აღნიშნულ კანონპროექტ განათლების კომიტეტმა პირველი მსომენით დაუჭირა მხარი.