2012 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (191 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (161 მლნ. აშშ დოლარი) და გერმანია (102 მლნ. აშშ დოლარი), რომელმაც საანგარიშო პერიოდში, წინა წლის იანვართან შედარებით, პოზიციურად მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 307 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1038 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-თებერვალში 731 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.