2012 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 307 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1038 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-თებერვალში 731 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები