მაჟორიტარი დეპუტატი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. ასეთი ვარაუდი გამოთქვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში რესპოდენტების 60%-მა.
გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. დეპუტატისგან მისი ინტერესების დაცვას ვარაუდობს 33%, ხოლო მისგან აქტიურობას არ ელოდება 29%.
რესპოდენტების 7% მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი იმას არ გააკეეთებს, რასაც პარტია ეტყვის, 26% ფიქროობს, რომ ის არ დაიცვას მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, 28% დარწმუნებულია, რომ დეპუტატი არ იქნება მისი ინტერესების დამცველი, ასევე 28 % აცხადებს, რომ ის სავარაუდოდ აქტიური იქნება.
გამოკითხულების უმეტესობისთვის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისას მნიშვნელოვანია მათი უნარი - დაეხმაროს პრობლემების გადაწყვეტაში. შემდგომ უპირატესობა ენიჭება დეპუტატის კვალიფიკაციას, მის პატიოსნებას და კავშირს კონკრეტულ რაიონთან. შემდეგ მოდის პოლიტიკური გამოცდილება და პარტია/ ბლოკი, რომელიც მას წარადგენს.
კადიდატის წარდულსა და მის დაპირებებს გამოკითხულთა 12 % აქცევს ყურადღებას. მის ოჯახს 2%, ხოლო ასაკს 1%.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში. გამოიკითხა 3 161 კაცი.