შანხაიში, სადაც ხელისუფლება კერძო ავტოპარკების ზრდის ტემპის შესამცირებლად ზღუდავს გასაცემი საავტომობილო ნომრების რაოდენობას, მანქანის სახელმწიფო რეგისტრაციის ღირებულება მის ფასს აღემატება, - იუწყება გაზეთი "შანხაი დეილი".
23-მილიონიან მეგაპოლისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საცობებთან ბრძოლის მიზნით, ყოველთვე აღიცხვაზე დგება მხოლოდ 8 ათასი ავტომობილი. ავტომობილის ნომრების მსურველთა განაცხადი რეგისტრირდება, რის შემდეგ ყველა მათგანი მონაწილეობს აუქციონში.
როგორც გაზეთი წერს, მარტის აუქციონზე, სადაც განაცხადის რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა, ნომერზე საშუალო ფასმა 58,63 ათასი იუანე (9,3 ათასი დოლარი) შეადგინა, რაც უტოლდება ნახმარი ეკონომკლასის ავტოს ღირებულებას. ისეთ პოპულარულ მიკროლიტრიან ავტოზე ("Cherry QQ") კი, რომელიც 40 ათასი იუანი (6,3 ათასი დოლარი) ღირს, მყიდველები სერიოზულად ფიქრობენ მსგავსი შენაძენის მიზანშეწონლობაზე.
მსგავსმა სიტუაციამ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ მანქანა ხდება ხელმისაწვდომი მხოლოდ მოსახლეობის უზრუნველყოფილი ნაწილისთვის. ქალაქის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ არ აპირებს შეცვალოს მანქანის ნომრების განაწილების სქემა, რომელიც მრავალი წელია არსებობს. ისინი აგრძელებენ მცდელობას, გააუმჯობესონ ეკოლოგიური მდგომარეობა და სრულყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა.
შანხაი ჩინეთის ერთადერთი ქალაქია, სადაც მსგავსი აუქციონის სქემა მოქმედებს. პეკინში ასევე იზღუდება გასაცემი ნომრების რაოდენობა,ისინი გათამაშების საფუძველზე ნაწილდება,რაც გარკვეული ხარისხით პასუხობს სოციალურ სამართლიანობაზე საზოგადოების შეხედულებას.