მექსიკაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აკაპულპკოს რაიონში მდებარეობდა.
მეხიკოს მერის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.