08:45 - სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
11:00 - პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს ეწვევიან და ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზობას მიულოცავენ.
11:00 - "თავისუფალი საქართველოს" ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი, ალექსანდრე შალამბერიძე, საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ზ. ფალიაშვილის ქ. #33ა
11:00 - საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
მის.: გორგასლის ქ. #24 ა
11:00 - ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 საათამდე შეეზღუდება.
11:30 - უმცირესობის წევრი რატი მაისურაძე პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანა: მედიასაშუალებებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება".
12:00 - მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 საათამდე შეეზღუდება.
12:00 - "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პროექტ "კორუფციულ რვაფეხას" ფარგლებში პრეზენტაციას გამართავს. თემა: "პრეზიდენტის დედის ბიზნეს ინტერესები და მონოპოლია განათლების სისტემაში".
12:00 - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გორში ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრებიან. თემა: "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაზღვევა".
12:00 - იუსტიციის სამინისტროში, მთავარ პროკურატურასა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: გორგასლის ქ. #24 ა
12:00 - "გუდვილი" საბურთალოს ფილიალში ახალი კაფის "პანორამა ბუფეტის" პრეზენტაციას მოაწყობს.
მის.: ქავთარაძის ქ. #1
12:00 - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. თემა: "სამშენებლო კომპანია "ნოლას" დასაქმებულების მიერ მოგებული სასამართლო პროცესის გადაწყვეტილების აღსრულების დაჩქარება".
12:00 - სასტუმრო "რედისონში", საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-
დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.
12:00 - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
12:00 - ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა "ედპ-ის კარდაკარის კამპანიის" ფარგლებში ოზურგეთში "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შეხვედრას გამართავს.
მის.: ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ.#14
13:00 - "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: "სააკაშვილის საარჩევნო ხარკი".
13:00 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, კომისიასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
13:00 - "ამომრჩეველთა ლიგის" ოფისში ლევან ჩიკვაიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "საარჩევნო კოდექსი - ბარიერი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის".
მის.: ა. ჭავჭავაძის ქ. #11
14:00 - გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" აქციას გამართავენ.
14:00 - თბილისის მერიასთან "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გააპროტესტებენ.
ლევან ხურცილავა - 595 95 65 25; თამარ კაკაბაძე - 595 999 007
15:00 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის № 106 საკონფერენციო დარბაზში "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული კვლევის - "საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: გ. წერეთლის #2
17:00 - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ღია გალერეაში" ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით, ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. თემა: "პორტრეტები და შემოქმედებითი სიტუაციები".
მის.: ჭოველიძის ქ. #10
18:00 - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არტ-ცენტრ "ტიფლის-ავენიუში" აქცია-გამოფენა "21 მარტი" გაიმართება.
მის.: ერეკლე II-ის ქ. #8/10