საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ინფლაციის დონე საქართველოში შემცირებულია.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, გასულ წელს ეს იყო ერთ-ერთი მტკივნეული თემა და მისი ნიშნული ორ ციფრა იყო.
"ეს გამოწვეული იყო საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით და ჩვენ მაშინ პრობლემის შესამსუბუქებლად, მოსახლეობას შესაბამისი ვაუჩერებიც დავურიგეთ. ჩვენ მაშინაც ვაარაუდობდით, რომ მსოფლიო ფასები შემცირდებოდა და ასეც მოხდა. წლის მეორე ნახევარში კი, ინლფაციამ მცირე ნიშნული მიიღო. 12 თვე იყო დეფლაციური - 2 %, გასული წელი კი დავმთავრდა 2 %-იანი ინფლაციური მაჩვენებლით,, - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ დღეს დღეობით ინფალიაცია ბევრად უფრო ნაკლებია.
პარლამენტმა დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.