ქართულ ბაზარზე Coca-Cola-ს გაძვირება არ იგეგმება, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
როგორც ცნობილია აზერბაიჯანში Coca-Cola-ს მწარმოებელმა Azerbaijan Coca-Cola Bottler LTD-მა უკვე ღიად განაცხადა, რომ პროდუქციას გააძვირებს.
ჭყონიას განმარტებით, ყველა ქვეყანას საკუთარი პრობლემები აქვს და საქართველოში Coca-Cola-ს პროდუქციის გაძვირება არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ დღეს კომპანია Azerbaijan Coca-Cola Bottler LTD-მა საკუთარ პროდუქციაზე ფასების კორექტირების შესახებ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში წარმოება ეტაპობრივად ძვირდებოდა და ამიტომაც Coca-Cola-ს აზერბაიჯანელი მწარმოებელი იძულებული გახდა, პროდუქცია გაეძვირებინა.