გასულ კვირას, საქართველოს ბანკის ჰოლდინგის (BGEO LN) ფასმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9.6%-ით მოიმატა და 10.47 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 414,000-ს გაუტოლდა. რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, გარიგებები საქართველოს ბანკის (GEB, ფასმა დაიკლო 2.5%-ით), ლიბერთი ბანკის (BANK, ფასი გაიზარდა 13.3%-ით) და კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას (NRGY, ფასი არ შეცვლილა) აქციებზე დაიდო, ხოლო ბი ჯი კაპიტალის ინდექსმა 2.4%-ით დაიკლო.