„ალდაგი ბისიაი", „ საქართველოს ბანკი" და USAID აგროდაზღვევის განვითარების ახალ პროგრამას იწყებენ. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" „ალდაგი ბისიაიდან" აცნობეს, ხვალ 12:00 საათზე „საქართველოს ბანკი", სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) ხელს მოაწერენ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ფერმერებისათვის აგროდაზღვევის ახალ პროგრამას ითვალისწინებს.
მემორანდუმი „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში (გაგარინის 39ა ) გაფორმდება.