2012 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვებზე მწარმოებელთა ფასები 6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვებზე მწარ-მოებელთა ფასების ინდექსმა 96,1 შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის მეორე თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 97,7-ს შეადგენს, რაც 5,6%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ამავე პერიოდში, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წყლის ტრანსპორტზე 7,7%-ით შემცირდა და 90,1 შეადგინა, ხოლო საჰაერო ტრანსპორტზე მწარმოებელთა ფასები არ შეცვლილა.