აჭარის მთავრობა თამბაქოს პირველადი გადამუშავების საწარმოს შექმნას ცდილობს. ამ მიზნით და შესაბამისად ინვესტორის მოსაძიებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, დაბა ქედაში, 9 აპრილის ქუჩა №8-ში მდებარე 2025,15 კვ.მ შენობა-ნაგებობსა და მასზე მიმაგრებული 6559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. პირობების თანახმად, მყიდველმა 2012 წლის 25 დეკემბრამდე თამბაქოს პირველადი გადამუშავების, მზა პროდუქციის საწარმო უნდა ააშენოს. ინვესტორი ვალდებულია ასევე საწარმო და დასაქმებულთა რაოდენობა 5 წლის განმავლობაშიშ შეინარჩუნოს. აუქციონი 31 მარტისთვისაა ცანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 155 ათასი ლარია.