ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისია ადასტურებს, რომ რუსული კომპანია „ლუკოილის" შვილობილმა კომპანიებმა ავსტრიულმა OMV, რუმინულმა Rompetrol და ასევე ბულგარულმა Naftex Petrol საწვავზე ფასების ხელოვნური ზრდისთვის კარტელური შეთანხმება განახორციელეს.
კონკურენციის კომისია აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი 30 დღის განმავლობაში გამოიტანს. ამავე პერიოდში კომპანიებს უფლება აქვთ წარადგინონ საკუთარი პრეტენციები.
უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური სოფია პირველად არ სდებს ბრალს „ლუკოილს" საწვავზე ფასების ხელოვნურ ზრდაში. გასული წლის აგვისტოში კონკურენციის დაცვის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ლუკოილმა საწვავზე ფასი 2%-ით დასწია.