კომპანია Apple-მ ბოლო ვერსიის iPad-ზე რეკორდული მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ ინფომაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
Apple-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, iPad-ის ახალი ვერსია წარადგინა. პროდუქციის მასშტაბურად გაყიდვა 16 მარტიდან დაიწყო.
ანალიტიკოსებმა iPad-ის ახალი ვერსიის გაყიდვებთან დაკავშირებით პროგნიზი გააკეთეს. მათი აზრით, 2012 წელს, პროდუქციის გაყიდვები 55,9 მლნ-დან, 65.5 მლნ-მდე აიწევს, ხოლო 2013-ში 79.7-დან 90.6 -მდე.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დროისთვის iPad-ს ყველაზე დიდ კონკურენციას Android უწევს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს მომვალში, iPad-ის რეიტინგს სერიოზულ საფრთხეს Windows 8 შეუქმნის.