ბრიტანული გაზეთის The Sunday Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არაოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია. გამოცემის ინფორმაციით, მისი ბიზნეს-იმპერია 130 მლრდ დოლარადაა შეფასებული, რაც 2-ჯერ მეტია, ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის კარლოს სლიმის ქონებაზე.
The Sunday Times-ი წერს, რომ პუტინი ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერს აკეთებდა საკუთარი კეთილდღეობისა და ინტერესების განსამტკიცებლად.
პუტინის ქონების განმკარგავად, მხოლოდ მისი ახლო გარემოცვა და ოჯახის წევრები ითვლება. ესენი არიან მიხეილ პუტინი და მიხეილ შელომოვი და ასევე პუტინის მეუღლე ლუდმილა პუტინა და ძმა იგორი.
პუტინის მისწრაფება, რომ ის ისევ პრეზიდენტი გამხდარიყო უკავშირდება პირველ რიგში იმას, რომ პუტინმა საკუთარი ბიზნეს-იმპერიის დაცვა და კიდევ უფრო გაფართოება უზრუნველყოს.კონკრეტულად რა ბიზნესებს აკონტროლებს პუტინი The Sunday Times-ისთვის ზუსტად უცნობია, თუმცა კულუარული ინფორმაციით მას „გაზპრომის" აქციათა 45 %-ი და რუსული გაზის ყველაზე დიდი ექსპორტიორის კომპანია „გუნვორის" აქციათა 50 %-ი ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები