მთავრობას სამკურნალო ტალახისა და მიწისქვეშა მინერალური წყლების მოსაპოვებლად ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის უფლება ექნება.
აღნიშნულს ითვალისწინებს პარლამენტის მიერ დღეს "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები.
კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობას შეეძლება ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ, სამკურნალო ტალახის ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია პირდაპირი წესით გასცეს.
საკითხი ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტურისტულ და რეკრეაციულ ზონებში არსებულ შენობა-ნაგებობებს პირები საკუთრებაში ფლობენ და ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ, ვალდებულები არიან აუქციონში მიიღონ მონაწილეობა.
საკანონდმებლო ცვლილების მიზანია რომ შენობა-ნაგებობის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულზე ნებართვა, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე მიიღოს.