თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 96.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 159.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.3 მლნ აშშ დოლარით (22.1 მლნ ლარით), ანუ 16.8 პროცენტით მეტია 2011 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.5 მლნ აშშ დოლარი (12.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ხოლო 2011 წლის თებერვალში 9.6 მლნ აშშ დოლარი (17.1 მლნ ლარი).