დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილმა საქართველოში მოქმედ დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების რეგისტრაციების რაოდენობა. სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობა, მისი მხარდაჭერა მოქნილ კანონმდებლობაში, რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებაში გამოიხატა. ამას ადასტურებს ისიც, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა.
თუმცა ჯერ კიდევ არის დარჩენილი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარება და გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანიების საქმიანობისთვის.
შეხვედრაზე, საჯარო რეესტრისა და კომპანიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, დასახეს სამოქმედო გეგმები.
რეესტრის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.