ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მამა ოსლოში ჩადის.
ავთო ლიპარტელიანი ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე აპირებს დასწრებას. მოკლული გოგონას მშობლები აცხადებენ, რომ ბრეივიკი სულ ცოტა სამუდამო პატიმრობას იმსახურებს. ნორვეგიის საკმაოდ ჰუმანური კანონმდებლობის გამო ოჯახი მოითხოვს, რომ ბრეივიკი ევროსასამართლომ გაასამართლოს.
ბრეივიკის სასამართლო პროცესი 16 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, ტერორისტის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 103 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.