დღეს, 29 თებერვალს, გორში საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011'-'სა და სადაზღვევო კომპანია "იმედი L"ს შორის აკადემიის ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდება.
აკადემია შარშან დაფუძნდა და მასში 106 ბავშვი სწავლობს. 6-დან 16 წლამდე მოსწავლეები ახლადგახსნილ მოედანზე ვარჯიშობენ.
სამომავლოდ დაგეგმილია 7 სხვადასხვა კატეგორიის მოედნის გახსნა. დღევანდელ ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თბილისიდან ჩასული სტუმრები.