საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გახსნას ოფიციალურად კარლ დე გუხტი გამოაცხადებს.
ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში თბილისში დღეს ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერს შეხვდება.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაახლოებით ორი თვის წინ მიიღო.