პაატა დავითაია დებატებზე დევნილებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას
"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, ვიცე-სპიეკრი პაატა დავითაია დებატებზე დევნილებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.
როგორც მან ჟურნალიტებს განუცხადა, პრეზიდენტის ანგარიშის შემდეგ დებატებზე ასევე სოციალურ საკითხებზე, სიღარიბის პრობლემებზე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს. ვიცე-სკპიკერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს საინტერესო დებატები მოჰყვება.
როგორც ცნობილია, 28 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით წარდგება, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება. რეგლამენტის 138-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.