"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხი არ გადაისინჯება. ამის შესახებ შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ჯანჯიკიძემ განაცხადა.
"ჩვენ ვამაყობთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოღვაწეობით ავღანეთში. ისინი იქ ასრულებენ სამშვიდობო მისიას და ჩვენი აზრით ისინი იცავენ საქართველოს მისგან მრავალი ათასი კილომეტრის მოშორებით. მათი დაღუპვა არის ტკივილი არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მე, "ქართული ოცნების" სახელით, კიდევ ერთხელ ვადასტურებ პატივისცემას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ხაზს ვუსვამ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგაც სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა იქნება ისევე გარანტირებული როგორც არის დღეს და ეს საკითხი არ გადაისინჯება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ "ქართული ოცნების" სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ავღანეთში გასულ კვირას სამი ქართველი სამხედროს დაღუპვით.
"ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახს "ქართული ოცნების" სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ. აღვნიშნავ, რომ "ქართული ოცნება" მწუხარებას გამოთქვამს არა მარტო ქართველი ჯარისკაცების დაღუპვით ავღანეთში, არა შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების დაღუპული ჯარისკაცების გამოც. ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.