ენერგოეფექტურობის სესხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების თაობაზე "საქართველოს ბანკი", განცხადებას გააკეთებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, 24 თებერვალს, 14:00 საათზე, გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის ახალ სათავო ოფისში (შესასვლელი სანაპიროდან) გაიმართება საქართველოს ბანკის პრესკონფერენცია, ენერგოეფექტურობის სესხებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესახებ.