დღეს, 23 თებერვალს, 13:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" კომპანია "სილქნეტი" "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანია "სმარტთან" გრძელვადიან ხელშეკრულებას აფორმებს და საქართველოში სერვისის ინოვაციურ სისტემას დანერგავს. მომხმარებელს უკვე შინიდან გაუსვლელად, ტელესუპერმარკეტის საშუალებით, შეეძლებათ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა იმავე ფასად, რაც "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელშია შესაძლებელი.
მომხმარებლისათვის "სილქტვ-ის" საშუალებით შეკვეთილი პროდუქტის ოპერატიულად მიწოდებას "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს. ახალი პროდუქტით სარგებლობა "სილქტვ-ის" ნებისმიერი პაკეტის მფლობელს შეეძლება.
უახლოეს მომავალში "სილქტვ"-ი", "სმარტთან" ერთად, "ექსპრეს მიტანის" სერვისის განვითარებასაც გეგმავს.