დღეს, 23 თებერვალს, 17:00 საათზე, სასტუმრო "რადისონში" ევრობანკისა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი კონფერენცია გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "ევრობანკიდან" აცნობეს, კონფერენციას პრემიერმინისტრი, ნიკოლოზ გილაური გახსნის.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორები განმარტავენ, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე ამ დისკუსიებზე წარმოადგენს ინფორმაციას უშუალოდ ფონდის მიზნებსა და პროექტების დაფინანსების სტრუქტურის შესახებ.