15 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.250%-ით, მაქსიმალური 10.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.515%-ით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 11.3%. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.